ლიონელ მესი
Aa
Aa

კონფლიქტი მესის გაცილების დროს მოხდა - არგენტინა მონუმენტალზე აღარ ითამაშებს

არგენტინის ნაკრები „მონუმენტალის“ სტადიონზე აღარ ითამაშებს - ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ავტორიტეტული გამოცემა La Nacion-ის ცნობით, ფედერაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ მსგავსი გადაწყვეტილებით „რივერ პლეიტის“ ხელმძღვანელებთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ მიიღო. თუმცა, როგორც აცხადებენ, ტაპიასა და „მილიონარიოსის“ პრეზიდენტს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიძაბა და პიკს 6 ოქტომბერს გამართული ლიონელ მესის გამოსამშვიდობებელი მატჩის დროს მიაღწია.

როგორც ირკვევა, გაცილების მატჩს თან მთელი რიგი პრობლემები სდევდა. კერძოდ, სტადიონზე არ იყო დიდი ეკრანი და სცენა მუსიკალური შემსრულებლებისთვის. მესის გამოსამშვიდობებელი მატჩის დამგეგმავმა Marketing Sports-მა შექმნილ სირთულეებში მთლიანად „რივერის“ ხელმძღვანელობა დაადანაშაულა და ასევე მათ სდებენ ბრალს იმაში, რომ მომღერლების გამოსვლის დროს, რამდენიმე წუთით ელექტრო ენერგია გაითიშა. თავად ბუენოს-აირესული კლუბის ხელმძღვანელები კი აცხადებენ, რომ მატჩის ორგანიზატორები სტადიონზე ეკრანის დემონტაჟის თაობაზე დიდი ხნით ადრე გააფრთხილეს, ივენთის ორგანიზატორები კი მათთან სათათბიროდ, გაცილების თამაშამდე მხოლოდ და მხოლოდ ერთი დღით ადრე მივიდნენ.

ცნობისათვის, იმის გამო ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, კლაუდიო ტაპია და „რივერის“ პრეზიდენტი სტეფანო დი კარლო სტადიონზე მესის საპატივცემულოდაც არ ჩავიდნენ. დი კარლომ ღონისძიების მსვლელობისას, არენაზე მისვლისგან თავი შეიკავა და ლეო სამახსოვრო საჩუქრით საკუთარ კაბინეტში დაასაჩუქრა. ვარაუდობენ, რომ „მონუმენტალის“ სტადიონზე უარის თქმის გამო, სავარაუდოდ არგენტინის ნაკრები საშინაო თამაშებს „სიუდად დე ლა პლატაზე“ ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უკვე მენატრება თეთრ-ლურჯი მაისური“ - მესის პოსტი სოციალურ ქსელში
„უკვე მენატრება თეთრ-ლურჯი მაისური“ - მესის პოსტი სოციალურ ქსელში