ჯაბა ჯიღაური, ნიკა კაჭარავა
Aa
Aa

ქართველების გოლები უზბეკეთში - ჯიღაური კაჭარავას წინააღმდეგ

უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრა „ყიზულქუმი“ – „ბუხორო“ (3:2) ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო იყო. მასპინძლების გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ჯაბა ჯიღაურმა, რომლის ანგარიშზეც გოლი და საგოლე პასია, ხოლო სტუმართა შორის ერთი ბურთით თავი ნიკოლოზ კაჭარავამ გამოიჩინა.

თავდაპირველად ჯიღაურზე გეტყვით, რომელიც „ყიზილქუმის“ ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა და ბუნებრივია, თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. მეორე ნახევრის დასაწყისში 34 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თავისივე დაწყებული შეტევა მშვენიერი დარტყმით დაასრულა, ხოლო ზუსტად 12 წუთში ოტაბეკ ჟურაკიზიევი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმაც ყველაფერი იდეალურად შეასრულა. მართალია თავიდან გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, მაგრამ საქმეში ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.

რაც შეეხება ნიკოლოზ კაჭარავას, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი მე-10 წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად შევიდა მოედანზე. ერთ ეპიზოდში დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და მეკარეს ვერ აჯობა, შემდეგ კი შეცდომა გამოასწორა და დამატებაზე კარგად ითამაშა, რის შემდეგაც ანგარიში 3:2 გახდა, თუმცა სტუმრებმა მეტის გაკეთება ვეღარ მოახერხეს და დამარცხდნენ.

ცნობისათვის, უზბეკეთის მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატში ჯაბა ჯიღაურის აქტივში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება ნიკოლოზ კაჭარავას, მან ჯერჯერობით თავი 1 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ძებნიაურის გამარჯვების გოლი - ქართველმა ტერმეზს მოაგებინა
ძებნიაურის გამარჯვების გოლი - ქართველმა ტერმეზს მოაგებინა