ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი
Aa
Aa

მადლიერი ვარ, რომ თამაში კვლავ შემიძლია | კიტეიშვილი წარმატებული დაბრუნების შემდეგ

ავსტრიის თასის მეორე ეტაპზე გრაცის „შტურმმა“ სტუმრად „ფოიტსბერგი“ 4:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელებმა, გიზო მამაგეიშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყეს. ორივე მათგანი მოედანზე შეცვლაზე გამოვიდა და მათი თამაში შედეგიანი გამოდგა: მატჩში მესამე გოლი მამაგეიშვილის ანგარიშზეა, მეოთხე კი — კიტეიშვილის.

"მადლიერი ვარ, რომ კვლავ შემიძლია თამაში, სირბილი და უბრალოდ ისევ ჯანმრთელად ყოფნა. სათამაშო დრო მნიშვნელოვანი იყო, ისევე როგორც გოლი. კარგია დაბრუნება", - აღნიშნა მატჩის შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა ORF-თან ინტერვიუში.

30 წლის ქართველმა „ათიანმა’’ სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში სტუმრად „ჰართსის’’ წინააღმდეგ ითამაშა, საგოლე პასი შეასრულა, თუმცა ტრავმის გამო მას შემდეგ გუნდს ვერ ეხმარებოდა და ფოიტსბერგთან მატჩი მისთვის მიმდინარე სეზონში მხოლოდ მეორე იყო.

კიტეიშვილის არყოფნაში გრაცის „შტურმი'' ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფენერბახჩემ'' ორივე მატჩი მოუგო (2:0, 0:1) და ავსტრიული კლუბი ევროპა ლიგაზე ითამაშებს.

მამაგეიშვილის გოლი

კიტეიშვილის გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვილიარეალმა შინ დეპორტივოსთან წააგო | მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა
ვილიარეალმა შინ დეპორტივოსთან წააგო | მიქაუტაძე ცვლილებაზე შევიდა