კარგი ამბავი ესპანეთიდან - გულიაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი გულიაშვილი თითქმის 4-თვიანი პაუზის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა და პირველი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა.
კლუბმა მცირეხნიანი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც „რასინგის“ ფეხბურთელები ქართველ თავდამსხმელს ესალმებიან.
გიორგი გულიაშვილმა ტრავმა 16 მაისს, „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა. 3-თიანი სარეაბილიტადიო პროცესი ოფიციალურად დასრულდა და ამიერიდან, ქართველის მოედანზე დაბრუნებას უნდა ველოდოთ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გულიაშვილი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა და დღეს გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ლა ლიგის პირველ ტურში „რასინგი“ საკუთარ მოედანზე „ვილიარეალს“ შეხვდა და ფრედ, 2:2 ითამაშა. სამწუხაროდ, ამ მატჩში გულიაშვილისა და მიქაუტაძის დუელი ვერ შედგა.
სანტანდერის გუნდი მეორე ტურში სტუმრად საბა საზონოვის „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება და იმედი ვიქონიოთ, რომ ქართველების დუელს ამ შეხვედრაში მაინც ვიხილავთ.