როდრი, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ეს ისტორიაში ყველაზე რთული მუნდიალია“ - როდრიმ ფინალი შეაფასა

ესპანეთის ნაკრების კაპიტანმა, როდრიმ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, ფინალის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, შესანიშნავი გუნდი გვყავს და მსოფლიო ჩემპიონები ვართ - ეს სიტყვები დაუჯერებლად ჟღერს. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ეს ყველაზე რთული მუნდიალია - მათ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავთ, ჩვენი კი ყველა რეკორდი დავამყარეთ...

არგენტინის საგოლე მომენტების ნაკლებობა? ეს არის ჩვენი გუნდის საიდუმლო - ვისაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ, არასდროს ვნებდებით. მამაცად უნდა ითამაშო და ცხოვრება ამისთვის დაგასაჩუქრებს.

იმედია, ჩემი ისტორია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის მაგალითი გახდება: მაშინაც კი, როდესაც შენი კარიერა უკან მიდის, მძიმე შრომის ხარჯზე ყოველთვის შეგიძლია ყველაფერი შეცვალო“.

შეგახსენებთ, რომ ფინალში ერთადერთი გოლი 106-ე წუთზე ნიკო უილიამსის პასით ფერან ტორესმა გაიტანა და ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ოქრო მოუტანა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ამ მუნდიალზე მკაცრად მაკრიტიკებდნენ, მაგრამ ისტორია დაწერილია“ - ფერანი
    „ამ მუნდიალზე მკაცრად მაკრიტიკებდნენ, მაგრამ ისტორია დაწერილია“ - ფერანი