ესპანეთი ფავორიტია | Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზი მუნდიალის ფინალზე
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება და შეეცდება, მუნდიალი ზედიზედ მეორედ მოიგოს. გადამწყვეტი თამაშის წინ Opta-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის პროგნოზი გაასაჯაროვა და ფავორიტად „ფურია როხა“ მოიაზრა.
Opta-ს მიხედვით, ესპანეთის ნაკრებს ჩემპიონობის 59.6-პროცენტიანი შანსი აქვს, არგენტინის ტრიუმფის ალბათობა კი 40.4 პროცენტით ფასდება. Opta-ს სუპერკომპიუტერის პროგნოზით, 45 პროცენტია ალბათობა იმისა, რომ ესპანეთი ძირითად დროში მოიგებს, არგენტინის კი — 26 პროცენტი.
Opta-ს მიხედვით, 29 პროცენტია ალბათობა იმისა, რომ 90 წუთი გამარჯვებულის გამოსავლენად საკმარისი არ იქნება. ცნობისთვის, ფინალური შეხვედრა 19 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.
მსოფლიო ჩემპიონატზე ეს გუნდები ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. 1966 წლის მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე „ალბისელესტემ“ „ფურია როხა“ 2:1 დაამარცხა. 21-ე საუკუნეში ეს ამ გუნდების მეოთხე შეხვედრაა. ესპანეთმა სამჯერ მოიგო და ბოლოს, 2018 წელს, მადრიდში გამართულ ამხანაგურ მატჩში არგენტინა 6:1 გაანადგურა.