ჯანი ინფანტინო, ფოლარინ ბალოგუნი
Aa
Aa

უეფა ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წამოყენებას გეგმავს | Guardian

უეფას ხელმძღვანელობა 2027 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერის არჩევნებზე, ფიფას მოქმედი პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს წინააღმდეგ, ალტერნატიული კანდიდატის წამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ The Guardian-ის ჟურნალისტი, რომენ მოლინა იუწყება.

წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ, აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელის, ფოლარინ ბალოგუნისთვის დისკვალიფიკაციის გადადების შესახებ, მსგავსი საუბრები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა რეგიონების საფეხბურთო ხელმძღვანელებს შორისაც გააქტიურდა.

ბევრი ფუნქციონერი მიიჩნევს, რომ „ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“ და ფიფას ალტერნატიული ხელმძღვანელობა სჭირდება. ამასთან, განხილვებსა და რეალურ ქმედებებს შორის დიდი სხვაობაა. იმისათვის, რომ მომდევნო არჩევნებზე ინფანტინოს ღიად დაუპირისპირდნენ, საჭიროა „პოლიტიკური სიმამაცე“, რომელიც „დღეს საფეხბურთო ხელმძღვანელთა უმრავლესობას აკლია“.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის საკითხზე ფიფა-ს მიმართა.

„მონაკოს“ ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში, ბოსნიასთან მატჩში (2:0), ტარიკ მუჰარემოვიჩის კოჭზე ფეხის დაბიჯების გამო, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო და მას ბელგიასთან 1/8-ფინალური დაპირისპირება უნდა გამოეტოვებინა.

მოგვიანებით ბალოგუნის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით ჩანაცვლდა. ახლა აშშ-ის ფორვარდი 1/8-ფინალში ბელგიის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.

გეტყვით ასევე, რომ ჯანი ინფანტინო ფიფას 2016 წლიდან უდგას სათავეში. მოგვიანებით ის ამ პოსტზე ხელახლა აირჩიეს 2019 და 2023 წლებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფიფას გადაწყვეტილებით შოკირებული ვართ“ - ბელგიელების განცხადება
„ფიფას გადაწყვეტილებით შოკირებული ვართ“ - ბელგიელების განცხადება