თეთრი სახლიდან დარეკეს - ბალოგუნის წითელი გაუქმდა და ბელგიასთან ითამაშებს
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აშშ-ის ნაკრების ფორვარდის, ფოლარინ ბალოგუნის დისკვალიფიკაციის საკითხზე ფიფა-ს მიმართა.
„მონაკოს“ ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში, ბოსნიასთან მატჩში (2:0), ტარიკ მუჰარემოვიჩის კოჭზე ფეხის დაბიჯების გამო, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ წითელი ბარათი მიიღო და მას ბელგიასთან 1/8-ფინალური დაპირისპირება უნდა გამოეტოვებინა.
მოგვიანებით ბალოგუნის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით ჩანაცვლდა. ახლა აშშ-ის ფორვარდი 1/8-ფინალში ბელგიის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს. დონალდ ტრამპმა ფიფა-ს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობაც გადაუხადა:
„მადლობა ფიფას სწორი ნაბიჯის გადადგმისა და დიდი უსამართლობის გამოსწორებისთვის“. - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ჟურნალისტ ბენ ჯეიკობსის ინფორმაციით, თეთრი სახლი პირდაპირ დაუკავშირდა ფიფა-ს და ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ჯანი ინფანტინოს, რომელსაც ბალოგუნის წითელი ბარათის გადახედვაზე გავლენის მოხდენა სთხოვა. ამავდროულად, ფიფა-ში ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ხელისუფლებას არ შეეძლო გავლენა მოეხდინა სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებაზე მისი დამოუკიდებელი ხასიათისა და რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გამო.
???? Exclusive: The White House made a direct call to FIFA to ask Gianni Infantino to review Folarin Balogun’s red card.
— Ben Jacobs (@JacobsBen) July 5, 2026
FIFA approached for comment and referred to the findings of its independent committee.
FIFA sources insist White House influence could not affect the decision… pic.twitter.com/Rl97b1wm4X
ბალოგუნის შემთხვევა რონალდუს ინციდენტს ჰგავს, როცა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე კრიშტიანუმ საკვალიფიკაციოს ბოლოს წინა ტურში ირლანდიასთან წითელი ბარათი მიიღო, თუმცა მუნდიალზე ჯგუფური ეტაპის მატჩები არ გამოუტოვებია.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს