ერლინგ ჰოლანდი, კარლო ანჩელოტი, რაფინია დიასი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ჰოლანდის გასანეიტრალებლად სპეციალური გეგმა არ გვაქვს“ - ანჩელოტი

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა, რომ რაფინიამ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. იტალიელმა სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ ნორვეგიასთან მატჩში ერლინგ ჰოლანდის განეიტრალების განსაკუთრებული გეგმა შემუშავებული არ აქვს.

„რაფინიას მდგომარეობა ძალიან სწრაფად უმჯობესდება. ჯერ 100%-ით მზად არაა, თუმცა სათადარიგოთა სკამზე იქნება. მან ძალიან სწრაფად მოირჩინა ტრავმა, რაც ძალიან გვახარებს. რაფინია ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ლუკას პაკეტას მსგავსი ფეხბურთელი არ გვყავს, ამიტომ სხვა ფეხბურთელით შევცვლით. დანილოს, გაბრიელს, მატეუს კუნიასა და ედერსონს სრულიად განსხვავებული უნარები აქვთ და მათგან ერთს სათამაშო გეგმიდან გამომდინარე შევარჩევ.

ყველამ იცის, რა დონის ფეხბურთელია ჰოლანდი. არ მჭირდება მცველებისთვის იმის ახსნა, თუ როგორ თამაშობს ერლინგი. ისინი ჰოლანდს ჩემზე კარგად იცნობენ, ვინაიდან არაერთხელ უთამაშიათ მის წინააღმდეგ.

კონკრეტულად მისი განეიტრალებისთვის სპეციალური გეგმა არ გვექნება, მაგრამ მოვემზადებით მატჩისთვის და ჰოლანდის უნარებსაც გავითვალისწინებით, იმიტომ რომ ის ძალიან სახიფათო ფორვარდია“.

ცნობისთვის, ნორვეგია-ბრაზილიის მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ვარსკვლავი გულშემატკივრებს სჭირდებათ, ნაკრებს კი არა“ - ანჩელოტი ვინისიუსზე
„ვარსკვლავი გულშემატკივრებს სჭირდებათ, ნაკრებს კი არა“ - ანჩელოტი ვინისიუსზე