ლევან თანდილაშვილი
Aa
Aa

პენალტი მოიგერია | თანდილაშვილი ეგნატიას ფინალში გასვლაში დაეხმარა

ალბანეთის თასის ნახევარფინალში ეგნატიას ქართველმა მეკარემ, ლევან თანდილაშვილმა თავი კარგად წარმოაჩინა და გუნდს ფინალში გასვლაში დაეხმარა. ელბასანთან გამართული ორივე მატჩი 1:1 დასრულდა, რის შემდეგაც პენალტების სერიაში დაინიშნა. თანდილაშვილმა 4-დან 1 პენალტი მოიგერია და საბოლოოდ მისმა გუნდმა პენალტების სერია 4:2 მოიგო. 

 

ალბანეთის თასის ფინალში, 13 მაისს ეგნატია დინამო ტირანას დაუპირისპირდება. მატჩი ტირანაში, „ეარ ალბანიაზე'' გაიმართება, ქვეყნის მთავარი სტადიონია, ალბანეთის ეროვნული ნაკრები საშინაო მატჩებს ატარებს.

გასულ ზამთარში 23 წლის თანდილაშვილმა ალბანეთის მოქმედ ჩემპიონთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ალბანეთის ნაკრების მეკარე მარიო დაისინანი უნდა შეცვალოს, რომელიც, დიდი ალბათობით, გუნდს მალე დატოვებს და ქართველი პირველი მეკარე გახდება. ალბანეთის თასის მატჩებში პირველი მეკარე თანდილაშვილია და შესაძლოა მალე ტიტული მოიპოვოს. რაც შეეხება ალბანეთის ჩემპიონატის შეხვედრებს, მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ბოლო ტურში ფლამურტარისთან 90 წუთი ითამაშა. სეზონის დასრულებამდე 4 ტური რჩება, მესამე ადგილზეა და ლიდერს 6 ქულით ჩამორჩება.

თანდილაშვილს საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებებში თამაშის გამოცდილება აქვს. გასულ წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იმყოფებოდა, თუმცა არ უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
119-ე წუთზე მის ჩაწოდებას გოლი მოჰყვა | მექვაბიშვილის კრაიოვა თასის ფინალშია
119-ე წუთზე მის ჩაწოდებას გოლი მოჰყვა | მექვაბიშვილის კრაიოვა თასის ფინალშია