„საჭიროა ავტორიტეტული ადამიანი“ - მახაჩევმა რეალზე ისაუბრა
ისლამ მახაჩევი და ხაბიბ ნურმაგომედოვი ფეხბურთის დიდი გულშემატკივრები არიან და გარდა იმისა, რომ პრესტიჟული ტურნირების მნიშვნელოვან შეხვედრებს ხშირად ესწრებიან, სხვადასხვა გამოცემებთან ინტერვიუებში სპორტის ნომერ პირველ სახეობაზე აზრის გამოთქმასაც არ ერიდებიან. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც, როდესაც მახაჩევს ჩაბი ალონსოს განთავისუფლებაზე ჰკითხეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„რეალს მთავარ მწვრთნელად სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა ფეხბურთელის საერთო იდეის გარშემო გაერთიანებას შეძლებს. იქ ძალიან ბევრი ვარსკვლავია, თითოეულს საკუთარი აზრი გააჩნია და საჭიროა ავტორიტეტის მოძებნა. ასევეა ჩვენს გუნდშიც, სადაც უამრავი ცნობილი მებრძოლი ვარჯიშობს, მაგრამ გვყავს მთავარი მწვრთნელი და ადამიანი, რომელსაც ყველა ვაფასებთ“.
შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსოს ნაცვლად დანიშნულმა ალვარო არბელოამ მუშაობა სამარცხვინო წაგებით დაიწყო და „რეალი“ ესპანეთის სამეფო თასსს ქვედა ლიგის წარმომადგენელ „ალბასეტესთან“ მარცხის შემდეგ გამოეთიშა.