ეს ზედმეტად რადიკალურია - UEFA ვენგერის თამაშგარის წესზე უარს ამბობს
ბოლო თვეებია ფეხბურთში აქტიურად განიხილება თამაშგარის წესის ცვლილება, რომელიც არსენ ვენგერის ინიციატივა გახლავთ. თუმცა, დღეს ბრიტანულმა The Times-მა დაწერა, რომ ფრანგი სპეციალისტის იდეას UEFA მხარს არ დაუჭერს.
ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში ამ წესს რადიკალურს უწოდებენ. თვლიან, რომ ამ წესის ცვლილება გუნდებს სათამაშო ტაქტიკის შეცვლას აიძულებს.
UEFA მზადაა ვენგერს კომპრომისი შესთავაზოს, თუმცა მის ვერსიას ერთი-ერთში არ მიიღებენ. ამ მხრივ წესის ცვლილებაზე ხმის მიცემა გაზაფხულამდე მოხდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე უნდა მოხდეს.
რას ითალისწინებს ვენგერის წესი?
ამ სიახლის თანახმად, თამაშგარის წესი შესაძლოა ისე შეიცვალოს, რომ მოთამაშე სრულად უნდა იმყოფებოდეს მცველის წინ, რათა თამაშგარე დაფიქსირდეს. ეს ნიშნავს, რომ თავდამსხმელი არ იქნება თამაშგარეში, თუ მისი სხეულის ნებისმიერი ნაწილი, რომლითაც გოლის გატანაა შესაძლებელი, მცველის პარალელურად ან მის უკან იქნება.