„თოფურიას ტიტულს ვერ წაართმევენ“ - მოიკანოსთვის გეიჯი-პიმბლეტი ფორმალობაა
UFC-ის მსუბუქ წონით დივიზიონში ილია თოფურიას მიერ ოჯახური პრობლემების გამო აღებულმა პაუზამ სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია. შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის დენა უაითის გადაწყვეტილებით, დროებითი ჩემპიონის ტიტულისთვის ჯასტინ გეიჯი და პედი პიმბლეტი შეხვდებიან, რითაც უკმაყოფილო არამხოლოდ დივიზიონის პირველი ნომერი არმან ცარუკიანი, არამედ რენატო მოიკანოც დარჩა, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ პიმბლეტმა სატიტულო ბრძოლის მიღების შანსი დაიმსახურა. ვინ დაამარცხა მან ამ დივიზიონში? ბოლოს და ბოლოს მე ანალოგიური შანსი მხოლოდ მას შემდეგ მივიღე, როდესაც არმან ცარუკიანი ისლამ მახაჩევთან ჩხუბს ჩაეხსნა, თუმცა ვერაფერი შევძელი, რადგან ისლამმა მთელი დივიზიონი გაწმინდა. იმ ღონისძიებაზე ცარუკიანს რომ ეჩხუბა, მახაჩევს ისიც ვერ გაუმკლავდებოდა.
ახლა კი გვაქვს ასეთი მოცემულობა - თოფურია განქორწინების საქმეეებით არის დაკავებული და ჩხუბი არ სურს. გეიჯი-პიმბლეტი ჩანიშნეს, თუმცა ჩემთვის ამ ბრძოლის გამარჯვებული ჩემპიონი ფურცელზე იქნება, რადგან ილიასთან შანსი არც ერთ მათგანს არ აქვს“.
შეგახსენებთ, რომ რენატო მოიკანომ ბოლოს ბენეილ დარიუშთან იჩხუბა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა