გოგა ბითაძე, ნიუ იორკ ნიქსი, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

100%-იანი სიზუსტით ისროდა - ბითაძის 10 ქულა და გამარჯვება ნიქსთან

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ნიუ იორკ ნიქსს“ ესტუმრა და 124:107 გაიმარჯვა.

ქართველი კალათბურთელი კვლავ ფლორიდელთა სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. გოგამ პარკეტზე 16:15 წუთი გაატარა და ამ დროში 10 ქულისა, 3 მოხსნისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოასწრო. გოგას სამქულიანი არ უსვრია, ორქულიანი და საჯარიმოები კი 100%-იანი სიზუსტით ისროლა (2-დან 2 და 6-დან 6).

ბითაძის საუკეთესო მომენტები

„მეჯიქს“ დღევანდელ შეხვედრაში ფრანც ვაგნერმა ულიდერა - 28 ქულა, 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება. რაც შეეხება მასპინძლებს, ყველაზე შედეგიანი „ნიქსის“ მცველი ჯეილენ ბრანსონი იყო - 31 ქულა, 3 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა.

6 მოგებითა და 6 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-10 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი 15 ნოემბერს საკუთარ კედლებში „ბრუკლინ ნეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ნაკრები და აშშ-ის 2 ნაკრები | ALL STAR-ის ფორმატი ცნობილია
მსოფლიოს ნაკრები და აშშ-ის 2 ნაკრები | ALL STAR-ის ფორმატი ცნობილია