თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა ევროლიგაზე - ბარსელონამ სტუმრად ბაიერნს მოუგო

საკალათბურთო ევროლიგის მეათე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ მიუნხენის „ბაიერნს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში - 75:74 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 27:26 წუთი გაატარა და მისი მონაგარი 10 ქულა, 5 მოხსნა (ხუთივე დაცვაში), 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. შენგელია ორქულიანებს 57.1%-იანი სიზუსტით (7-დან 4) ისროდა და ორივე საჯარიმო ჩააგდო.

„ბაიერნის“ კალათბურთელებმა - ოსკარ და სილვამ და სპენსერ დინვიდიმ 17-17 ქულა ჩააგდეს, „ბლაუგრანას“ რიგებში კი ყველაზე შედეგიანი ჩეხი მცველი ტომაშ სატორანსკი იყო - 13 ქულა, 4 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა.


აქვე გეტყვით, რომ კამარ ბოლდუინმა, რომელიც „ბაიერნის“ ღირსებას იცავს, მატჩი კუნთის დაზიანების გამო გამოტოვა.

10 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ 6 მოგებითა და 4 წაგებით მე-8 ადგილზეა, ხოლო „ბაიერნი“ - 5 მოგებითა და 5 წაგებით მე-13 ადგილზე. ევროლიგის მომდევნო ტურში კატალონიელები შენგელიას ყოფილ გუნდს, „ვირტუს ბოლონიას“ უმასპინძლებენ, „ბაიერნი“ კი სტუმრად „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმირებულია - მამუკელაშვილი ბრუკლინთან მატჩს გამოტოვებს
ტრავმირებულია - მამუკელაშვილი ბრუკლინთან მატჩს გამოტოვებს