ბასილაძის 3 საგოლე პასი, ხარებავას ბრწყინვალე გოლი | წულუკიძემ თამაში გადაარჩინა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში „გარეჯი’’ „მიხეილ მესხი 2’’-ზე ქუთაისის „ტორპედოსთან’’ 1:3 დამარცხდა.
სტუმრებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში შეაგდეს, ალეკო ბასილაძის აქტივში 3 საგოლე პასია. 25-ე წუთზე „ტორპედოს’’ გარემარბის თავური გადაცემით კომნენ ანდრიჩმა შეაგდო, შემდეგი ორი საგოლე პასით პაატა ღუდუშაურმა დუბლი შეასრულა. მე-60 წუთზე გიორგი გოგოლაშვილმა ანგარიში შეამცირა. 65-ე წუთზე არბიტრმა „გარეჯის'' ფეხბურთელი თამაზ ცეცხლაძე გააძევა და ნომინალურმა მასპინძლებმა თამაში რიცხვობრივ უმცირესობაში გააგრძელეს.
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ფოთის „კოლხეთმა'' „ფაზისზე'' ბათუმის „დინამო'' მიიღო, დავით კვირკველიას გუნდი 2:0-ს იგებდა, თუმცა სტუმრები ანგარიში გაათანაბრეს - 2:2.
პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე გიორგი ხარებავას ბრწყინვალე გოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, 48-ე წუთზე ხარებავას საგოლე პასით რომან პლიუშჩმა სხვაობა გაზარდა. მე-60 წუთზე გურამ ჯაფარიძემ ანგარიში შეამცირა, 78-ე წუთზე ჯაფარიძის საგოლე პასის შემდეგ ლუკა წულუკიძემ ანგარიში გაათანაბრა.
დღეს მიმდინარე ტურის დარჩენილი სამი მატჩი გაიმართება. „გაგრა'' „იბერიას'' მიიღებს (20:00), თბილისის „დინამო'' - გორის „დილას'' (20:00), „სამგურალი'' - „თელავს'' (21:00).