ჩავი ერნანდესი, ჰანსი ფლიკი, დეკუ
Aa
Aa

დეკუ: ჩავიმ სტაბილურობა მოიტანა, ფლიკი? ის ერთი მიზეზით ავირჩიეთ

„ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა დეკუმ განმარტა, თუ რატომ შეცვალა კლუბმა ჩავი და არჩევანი ჰანს-დიტერ ფლიკზე შეაჩერეს.

„ჩავი თავის დროზე კლუბისთვის მნიშვნელოვანი იყო, მან სტაბილურობა მოიტანა და ტიტულები მოიგო. რაც შეეხება ფლიკით მის შეცვლას... იმ მომენტში ეს სწორად მივიჩნიეთ – რამდენიმე მიზეზის გამო… რომ გვჭირდებოდა ვინმე განსხვავებული მიდგომით, განსხვავებული სამწვრთნელო უნარებით. ვფიქრობ, ჰანსი იდეალურად მოერგო ამ მხრივ გუნდს. ყველაფერი კარგად აეწყო.

ის თანამედროვე მწვრთნელია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა გერმანიის ნაკრებში როგორც ასისტენტი, ასევე მთავარი მწვრთნელი. შემდეგ მან დიდი წარმატება მოიპოვა ბაიერნთან ერთად. მისი ბაიერნი ლამაზად მოთამაშე გუნდი იყო, ის მომხიბვლელი იყო, რადგან თამაშობდა შემტევ ფეხბურთს მკაფიო სტრატეგიით. ეს რაღაცით ბარსელონას იდეოლოგიას ჰგავს.

ჩვენი იდეა არის გუნდი, რომელიც ცდილობს თამაშის წარმართვას. შეიძლება ვიკამათოთ ხარისხზე, მაგრამ ჩვენი ფეხბურთი არ არის დაცვითი. ჰანსიმ გააუმჯობესა და მაქსიმალურად გაააქტიურა ჩვენი ფეხბურთელების პოტენციალი. ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა გასაღები წარმატებისთვის, რომელსაც გასულ სეზონში მივაღწიეთ“,

– განაცხადა „ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა.

გერმანელმა სპეციალისტმა კატალონიელები გასული წლის მაისში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით „ბარსამ“ 2024/25 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე გავიდა, რაც 2019 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

მისმა წინამორბედმა ჩავიმ გუნდი 2021 წლის ნოემბრიდან 2024 წლის გაზაფხულამდე გაწვრთნა. მასთან ერთად კლუბმა 2022/23 წლების სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები