„ეს მუდმივად ჩემს გონებაშია“ - ფერგიუსონს დემენციის შიში აქვს
83 წლის ლეგენდარულმა ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ დემენციის ეშინია.
„ჩემს ძმას ასეთი მდგომარეობა აქვს (დემენცია) – და ეს არ არის ადვილი. მას ხშირად ვესაუბრები. ის მცნობს, მაგრამ მისი მეხსიერება არ არის საუკეთესო. თუმცა მისი მდგომარეობა არ უარესდება და ეს ძალიან გამამხნევებელია.
მე მასზე მხოლოდ ერთი წლით უფროსი ვარ. ჩემს ასაკში კი იწყებ ფიქრს იმაზე, რომ მეხსიერებამ არ გიღალატოს. ეს აზრი მუდმივად სადღაც ჩემი ცნობიერების სიღრმეშია. დეკემბერში 84 წლის გავხდები და არის მომენტები, როდესაც რაღაც მავიწყდება. ალბათ, ასე იყო 20 წლის წინაც, 30 წლის წინაც... არავის აქვს ასპროცენტიანი მეხსიერება.
მაგრამ როდესაც საქმე ფეხბურთს ეხება, იმ დროს, როდესაც მწვრთნელი ვიყავი – მეხსიერება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
ახლა ვხსნი კროსვორდებს, ბევრს ვმღერი და ვკითხულობ. გატაცებული ვარ ისტორიით – ამერიკის სამოქალაქო ომით. ამერიკაში რამდენიმე ბრძოლის ველზეც ვიმყოფებოდი, და ეს ძალიან მომეწონა“,
– თქვა ალექს ფერგიუსონმა BBC-ისთან საუბრისას.