გორის დილა
Aa
Aa

დილას მწვრთნელი: ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, გორში სრულიად განსხვავებული თამაში იქნება

გორის „დილამ“ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ლატვიაში „რიგასთან“ გამართა და 1:2 დამარცხდა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო ლონგომ თავისი შეგირდების თამაში შეაფასა და მომდევნო შეხვედრაზე ილაპარაკა, რომელიც უკვე გორში გაიმართება.

„შემიძლია ვთქვა რომ ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ბოლომდე იბრძოლეს გასვლით მატჩში ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად იშვიათი და უნიკალურია. დარწმუნებული ვარ რომ 7 დღის შემდეგ სრულიად განსხვავებული თამაში იქნება. ვფიქრობ ძალიან კარგი შანსი გვაქვს, თუ ვირწმუნებთ საკუთარ ძალებს და ასევე ვიბრძოლებთ. გორში სხვანაირად იქნება, მჯერა გულშემატკივარი დაგვეხმარება ბოლო წუთამდე, ვინაიდან საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს. ამიტომ ვარ თავდაჯერებული, ახლა აღდგენის დროა, რათა მოვემზადოთ მომავალი ბრძოლისთვის“, - თქვა ლონგომ.

შეგახსენებთ, რომ „დილა“ „რიგას“ 31 ივლისს, „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქუთაისის ტორპედო ომონიასთან დამარცხდა
ქუთაისის ტორპედო ომონიასთან დამარცხდა