იურგენ კლოპი, მიჩელ სალგადო
Aa
Aa

„შორიდან საუბარი იოლია“ - სალგადო კლოპს არ ეთანხმება

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დაწყებიდან რამდენიმე დღეში იურგენ კლოპმა ფიფას ხელმძღვანელები საჯაროდ და მკაცრად გააკრიტიკა. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ დროის ამ მონაკვეთში ასეთი მასშტაბური ტურნირის ჩატარება სრული უაზრობაა და პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ ფეხბურთელების ჯანმრთელობა არავის აინტერესებს. კლოპს კატეგორიულად არ ეთანხმება ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი მიჩელ სალგადო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში „პარი სენ-ჟერმენი“ – „რეალის“ მატჩზე დასასწრებად იყო ჩასული.

რას ამბობს სალგადო

მის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. აქ რომ იყოს, ასეთ რამეს ნამდვილად არ იტყოდა. როდესაც ტურნირს არ ესწრები, მის უარყოფით მხარეებზე საუბარი იოლია, ხოლო როდესაც აქ ადგილზე ჩამოდიხარ და მეორე მხარის მოსაზრებებსაც ისმენ, შესაბამისად, დასკვნების გაკეთებაც უფრო ადვილია. აპროტესტებს ყოველთვის ის, ვინც მონაწილე არ არის.

ცნობისათვის, ფიფას საკლუბო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაშია შესული და მისი გამარჯვებული კვირას გამოვლინდება, როდესაც ფინალში ჩემპიონთა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჩემპიონები, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს მორიგი ტრიუმფი - კვარა საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია
პსჟ-ს მორიგი ტრიუმფი - კვარა საკლუბო ჩემპიონატის ფინალშია