ლამინ იამალი, დეკუ
Aa
Aa

„მოედანზე რაც მოუნდება, ყველაფერს გააკეთებს“ - დეკუმ იამალზე ისაუბრა

ინდივიდუალური თვალსაზრისით, გასული სეზონი თუ ვინმესთვის წარმატებული იყო, ერთ-ერთი მათგანი უდავოდ ლამინ იამალია. „ბარსელონას“ 17 წლის ვარსკვლავმა როგორც ჩემპიონთა ლიგის პრინციპულ მატჩებში, ასევე თითოეულ „ელ-კლასიკოში“ არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა და „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში უსმან დემბელეს ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად ითვლება. სად გადის იამალის შესაძლებლობების ზღვარი, ასეთი შეკითხვით მიმართა Mundo Deportivo-ს ჟურნალისტმა „ბლაუგრანას“ სპორტულ დირექტორს და დეკუ სოუზასგან პასუხად შემდეგი მოისმინა:

„ლამინი ფენომენია, რომელიც მოედანზე გააკეთებს იმას, რაც მოუნდება. გახდება თუ არა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. იცით ყველაზე მეტად განვითარებაში რა დაეხმარება? ესპანეთის ჩემპონობისთვის „რეალის“ კალიბრის მეტოქესთან ბრძოლა, რაც მას მოდუნების საშუალებას წუთითაც არ მისცემს.

იამალის კარიერის დასაწყისი ფეხბურთში ნეიმარის პირველ ნაბიჯებს მაგონებს, რადგან როგორც ერთს, ასევე მეორეს ცხოვრება დაეხმარა იმაში, რომ გამხდარიყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. 17 წლის ასაკში ლამინს საოცარი წნეხი და პასუხისმგებლობა აკისრია, რასაც თავს იდეალურად ართმევს და წარმომიდგენია, რა დონეზე იქნება, როდესაც 30 წელი შეუსრულდება.

ცნობისათვის, ლამინ იამალს 17 წლის ასაკში „ბარსელონასთან“ ერთად ორჯერ ლა ლიგა, თითოჯერ კოპა დელ რეი და ესპანეთის სუპერთასი აქვს მოგებული, ხოლო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა და ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იამალთან ერთად თამაში? იმედია, ეს მოხდება“ - მარკუს რაშფორდი
„იამალთან ერთად თამაში? იმედია, ეს მოხდება“ - მარკუს რაშფორდი