ილია თოფურია, ლიონელ მესი
Aa
Aa

„პირველი, რაც მითხრა, იყო...“ - თოფურია მესისთან შეხვედრაზე

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია გასულ უქმეებზე მაიამიში, UFC 300-ზე იმყოფებოდა ბრძოლამდე „ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების ლეგენდარულ ფეხბურთელს ლიონელ მესის შეხვდა.

ქართველმა მებრძოლმა The MMA Hour-ში სტუმრობის დროს მესისთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა.

რას ამბობს თოფურია:

მესის რამდენიმე დღის წინ შევხვდი. დაახლოებით 10 წუთი ვისაუბრეთ, ძალიან ბევრ თემაზე მოვისმინეთ ერთმანეთის აზრი. ამის შემდეგ ძალიან ბევრი მესიჯი მივიღე უცხო ადამიანებისგან, ჩემს შესახებ კიდევ ბევრმა გაიგო. პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც მომწერა, ვისაც უნდა, რომ ჩემთან კონტაქტი დაამყაროს უბრალოდ იმის გამოც, რომ მომიკითხოს. ამას ყოველთვის ვაფასებდი და მეც ბევრ ადამიანს მივწერე.

დიახ, მესის პირველად შევხვდი. ეს ერთ-ერთი ის ადამიანია, ვისაც სურათის გადაღებას ვთხოვდი, ასეთი კი მხოლოდ ორია - მესი და მაიკლ ჯორდანი. მასაც ვთხოვ სურათის გადაღებას.

რაზე ვისაუბრეთ? როცა შევხვდი, პირველი, რაც გააკეთა, ჩემპიონობა მომილოცა, მკითხა, რას ვაკეთებდი მაიამიში და როდის მქონდა მომდევნო ბრძოლა. ჩემს შემდეგ ჩხუბზე დავპატიჟე და მითხრა, რომ გრაფიკს გადახედავდა და ჩემს ბრძოლას სიამოვნებით დაესწრებოდა.

UFC 300-ზე ილია თოფურია სპეციალური სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. ღონისძიებაზე სამი საჩემპიონო ქამარი გათამაშდა. BMF-ის ქამრისთვის ბრძოლაში მაქს ჰოლოუეიმ, რომელიც დიდი ალბათობით თოფურიას მომდევნო მეტოქე იქნება, ჯასტინ გეიჯი დაამარცხა. გოგონებს შორის უმსუბუქესი წონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი ჩინელი ვეილი ჟენგი გახდა, რომელმაც თანამემამულე იან შაონანს მოუგო. მამაკაცებს შორის ქვემძიმე წონის ჩემპიონი კი ალექს პერეირა გახდა, რომელმაც ქამარი ჯამალ ჰილთან დაიცვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემთვის სამაგალითოა. მისგან ბევრი ვისწავლე“ - მამარდა ხაუმე დომენეკზე
„ჩემთვის სამაგალითოა. მისგან ბევრი ვისწავლე“ - მამარდა ხაუმე დომენეკზე