კელვინ კიპტუმი
Aa
Aa

მარათონის სუპერვარსკვლავი და რეკორდსმენი ტრაგიკულად დაიღუპა

სპორტულ სამყაროში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. მარათონში მსოფლიო რეკორდის მფლობელი კელვინ კიპტუმი თავის მწვრთნელთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

BBC-ს ინფორმაციით, 24 წლის სპორტსმენი საკუთარ სამშობლოში, მაღალმთიან რეგიონში სავარჯიშოდ იმყოფებოდა, რისი დასრულების შემდეგაც სახლში ბრუნდებოდა. ავარია სწორედ ამ დროს მოხდა.

როგორც ცნობილია, კიპტუმი აპრილში გასამართ როტერდამის მარათონისთვის ემზადებოდა და მისი გამოსვლა პარიზის ოლიმპიადაზეც იგეგმებოდა.

ცნობისთვის, კელვინი მარათონის ბოლო წლების საუკეთესო ვარსკვლავი იყო. 2023 წელს ჩიკაგოში 42 კილომეტრი 2 საათსა და 35 წამში დაფარა, რაც აბსოლუტური რეკორდია.

მსგავსი სიახლეები