რომელუ ლუკაკუ, კოპა იტალია, ხუან კუადრადო
Aa
Aa

ინტერისა და იუვენტუსის ფეხბურთელების ჩხუბი - რა გახდა კონფლიქტის მიზეზი

„იუვენტუსსა“ და „ინტერს“ შორის „კოპა იტალიას“ პირველი ნახევარფინალური შეხვედრა სკანდალურად დასრულდა.

მატჩის მიწურულს, როდესაც ანგარიში „იუვეს“ სასარგებლოდ 1:0 იყო, ტურინელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც რომელუ ლუკაკუმ შეასრულა და წონასწორობა აღადგინა, მისი გოლის აღნიშვნას კი ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა გოლის გატანის დროს გაკეთებული ჟესტით „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, ამის მიზეზი კი რასისტული შეძახილები გახდა, რომელსაც მისი მისამართით ტურინული გუნდის ფანები თამაშის მიმდინარეობისას იყენებდნენ. როდესაც ლუკაკუ ბურთს იღებდა, ტრიბუნები მაიმუნის იმიტაციას აკეთებდნენ.

ლუკაკუს ქცევამ „იუვეს“ ფანების უკმაყოფილება გამოიწვია და მათ ბელგიელს თავის შეკავებისკენ მოუწოდეს. ამან რომელუს უკმაყოფილებაც გამოიწვია, რის შედეგადაც ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის გამო შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, მსაჯმა კი მოედნიდან რომელუ ლუკაკუ და ხუან კუადრადო გააძევა. საგულისხმოა, რომ კონფლიქტი ამით არ ამოწურულა და ის გასახდელშიც გაგრძელდა და არბიტრმა წითელი ბარათით მილანელთა მეკარე, სამირ ჰანდანოვიჩიც დაასაჩუქრა.

შეხვედრა საბოლოოდ ფრედ, 1:1 დასრულდა და ფინალისტის ვინაობა სან სიროზე, 26 აპრილს გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ ჰილალის ოფიციალური შეთავაზება მესის - წელიწადში 400 მილიონი
ალ ჰილალის ოფიციალური შეთავაზება მესის - წელიწადში 400 მილიონი