გარი ლინეკერი
Aa
Aa

„ტირილი მომინდა“ - გარი ლინეკერმა გაიხსენა, მატჩისას როგორ ჩაისვარა

ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, გარი ლინკერემა გაიხსენა მატჩი, რომლის მიმდინარეობისას უნებლიე დეფეკაცია განიცადა. ეს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ირლანდიასთან გამართული შეხვედრისას მოხდა და ლინეკერმა ყველაფერზე დეტალურად ისაუბრა.

„1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი პირველი თამაში იყო. მატჩის დაწყებამდე თავს არც თუ ისე კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ამის შესახებ არავისთვის მითქვამს, რადგან თამაში ძალიან მინდოდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთის გასვლის შემდეგ, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს კრუნჩხვები დამეწყო და ვფიქრობდი: „ღმერთო ჩემი, ძალიან მტკივა“.

ბურთი მარცხენა ფლანგზე აღმოჩნდა და მისი მიმართულებით გავიქეცი, რა დროსაც ბუუფ და უეცრად თავი მსუბუქად ვიგრძენი... მივხვდი, რაც მოხდა და გავიფიქრე: „ღმერთო ჩემო...“ . მინდორზე ვიჯექი და მაღლა ვიყურებოდი. ვიდეოში ჩანს, რომ ჩემთან გარი სტივენსი მოდის და მეკითხება: „ლინქს, რა მოხდა?“ მე კი ვუპასუხე: „ჩავისვარე...“ ტირილის დაწყება მომინდა და მადლობა ღმერთს, რომ მუქი ლურჯი ფერის შორტები მეცვა და არა თეთრი. იმ მომენტში საშინელი შეგრძნება დამეუფლა, მაგრამ ახლა რა თქმა უნდა, მეცინება“.

შეგახსენებთ, რომ 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა, სადაც დასავლეთ გერმანიასთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული მატჩი - ფრაიბურგმა ბაიერნი გერმანიის თასიდან გამოაგდო
დრამატული მატჩი - ფრაიბურგმა ბაიერნი გერმანიის თასიდან გამოაგდო