ხვიჩა კვარაცხელია, ლუჩიანო სპალეტი
Aa
Aa

„დაცვას უნდა დაეხმაროს და თავგანწირვა აჩვენოს“ - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „ნაპოლი“ სტუმრად გლაზგოს „რეინჯერსს“ შეხვდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ბევრ სხვა თემასთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორზეც ისაუბრა.

„კვარას შესანიშნავი ტექნიკა აქვს, მაღალი დონის მოთამაშეა, რომელსაც შეტევის დასრულება კარგად გამოსდის. ის იმ ფეხბურთელთა შორისაა, რომლებიც ყოველთვის კუთხეში ურტყამენ, თუმცა სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგაზე დაცვითი ფუნქციების შესრულებაც მნიშვნელოვანია. „რეინჯერსს“ სწრაფი შემტევები ჰყავს და ხვიჩამ დაცვითი ფუნქციები უნდა შეასრულოს, ამ მხრივ თავგანწირვა უნდა აჩვენოს, რომ ჩვენი მცველი ორ მეტოქესთან არ დარჩეს“.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა. ნეაპოლელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც დიეგო სიმეონეს მისამართით შესრულებული საგოლე პასის გარდა გოლების შექმნაში დიდი როლი შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „რეინჯერსი“ - „ნაპოლის“ მატჩი 14 სექტემბერს, 23:00 საათზე დაიწყება.

ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიტყვები არ მაქვს“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია
„სიტყვები არ მაქვს“ - კასანო ხვიჩათი აღფრთოვანებულია