ვინისიუსის და როდრიგოს გვერდით - მამარდაშვილი ტურის სიმბოლურში
გასულ უიქენდზე ლა ლიგაში საინტერესო დაპირისპირებები გაიმართა. ქართველი გულშემატკივრებისთვის ყველაზე დიდ ყურადღებას „ვალენსია“ იწვევდა, რომელიც სტუმრად „რაიო ვალეკანოს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
წაგებული მატჩის მიუხედავად, გიორგი მამარდაშვილმა შესანიშნავად იასპარეზა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.

ავტორიტეტული გამოცემა Whoscored ყოველი ტურის დასრულების შემდეგ, კვირის საუკეთესო თერთმეტეულს გვთავაზობს. გამონაკლისი არც ახლანდელი შემთხვევაა და ლა ლიგის ტურის სიმბოლურში ქართველი მეკარე ვიხილეთ, რომელსაც 7.4 შეფასება ერგო.
სრული შემადგენლობა კი ასეთია:
მამარდაშვილი, კარმონა, დიახაბი, ფელიპე, კარასკო, როდრიგო, გარსია, დე პაული, ვინისიუსი, უნალი, ბოიე.
???????? La Liga Team of the Week pic.twitter.com/zFUmbWqGzA
— WhoScored.com (@WhoScored) September 13, 2022
შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ 2 მოგება და 3 წაგება დაუგროვდა. აქედან გამომდინარე, „ღამურები“ სატურნირო ცხრილში 6 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან. მომავალ ტურში გატუზოს გუნდი „სელტას“ უმასპინძლებს.