გაგრა, ბათუმის დინამო, წყალტუბოს სამგურალი, თბილისის ლოკომოტივი, ჯეფერსონ ჯერალდო, ოთარ ფარულავა, თორნიკე ძებნიაური, გიორგი ფანცულაია
Aa
Aa

ლოკოს სენსაციური ქულა ბათუმის დინამოსთან - გაგრამ 2:0-დან გაათანაბრა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში გამოკვეთილი აუტსაიდერი თბილისის ,,ლოკომოტივი'' ბათუმის ,,დინამოს'' დამარცხებასთან ახლოს იყო. საგურამოში, 52-ე წუთზე თორნიკე ძებნიაურმა პენალტი გაუტანა ალავიძეს, თუმცა 86-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ გია გეგუჩაძის გუნდი მარცხისგან იხსნა, თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა ასე დასრულდა - 1:1. 

28 წლის გიორგი ფანცულაია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-16 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი შეაგდო. მაშინ როცა 2021 წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 13 გოლი გაიტანა, მიმდინარე სეზონში სასტარტოში იშვიათად ხვდება და მისი პროდუქტიულობა ძალიან დაბალია.

თბილისის ''ლოკომოტივმა'' ზედიზედ ექვსი მარცხის შემდეგ უქულო სერია შეწყვიტა და საკუთარ კედლებში გათამაშების ლიდერთან არ დამარცხდა.

ბათუმის ,,დინამო'' 54 ქულით პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან თბილისის ,,დინამოს'' 7 ქულით უსწრებს. ,,ლოკომოტივი'' 4 ქულით ბოლო ადგილზეა, მე-9 პოზიციას ,,გაგრა'' 24 ქულით იკავებს.

ფინანსურად მძიმე ვითარებაში მყოფმა ,,გაგრამ'' ,,სამგურალთან'' გასვლით შეხვედრაში 2-ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. მე-7 წუთზე გიორგი მიქაძის გაწვრთნილი გუნდი ჯეფინიომ დააწინაურა, მე-13 წუთზე ჯეფინიოს ბრწყინვალე პასის შემდეგ ილია ახვლედიანმა ანგარიში ორამდე გაზარდა.

მე-20 წუთზე თემურ შონიამ სხვაობა შეამცირა. 77-ე წუთზე გიორგი გვიშიანმა ,,გაგრა'' მარცხისგან იხსნა. ორივე გოლის ეპიზოდისას ოთარ ფარულავას აქტიურობა აღსანიშნავია. მან პირველი გოლისას ბურთი კარის ძელს გაარტყა, მეორე გოლისას კი გარე ტერფით ეფექტური პასი შეასრულა, შეტევა შონიამ გააგრძელა და გვიშიანმა დაასრულა.

24-ე ტური: დილა - საბურთალო, სიონი - გაგრა, ტორპედო - სამგურალი, თბილისის დინამო - ლოკომოტივი, ბათუმის დინამო - თელავი

ფოტო: თბილისის ,,ლოკომოტივის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,ინსინიე ორ თამაშში დაგვავიწყა“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი ხვიჩაზე
,,ინსინიე ორ თამაშში დაგვავიწყა“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი ხვიჩაზე