იუვენტუსი
Aa
Aa

იუვეს სატრანსფერო სიახლეები - დი მარია, კულიბალი, დემირალი

გავრცელებული ინფორმაციით, „იუვენტუსი“ მზად არის დი მარიას 1-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს. Tuttosport კი იუწყება, რომ ტურინული გრანდი მეჰდი დემირალის გამოყენებას კალიდუ კულიბალის ტრანსფერში აპირებს.

მომავალ სეზონში, „ბიანკონერის“ მთავარი მიზანი სერია ა-ს მოგება იქნება. ამისთვის კი ალეგრის შემადგენლობის გაუმჯობესება სჭირდება, რაზეც უკვე აქტიურად მუშაობს.

სერია ა-ს გიგანტი რამდენიმე კვირაა დი მარიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას. თავად ფეხბურთელის სურვილია, რომ მას მხოლოდ 1-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმონ, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება კარგ ფორმაში სურს, ხოლო მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ, სამშობლოში აპირებს ბურთის გაგორებას.

Corriere dello Sport-ისა და Calciomercato.com-ის თანახმად, „ბიანკონერის“ 2-წლიანი ხელშეკრულება სურდა, მაგრამ საბოლოოდ არგენტინელი შემტევის სურვილს დათანხმდა. დი მარიათი „ბარსელონაც“ ინტერესდებოდა, მაგრამ კატალონიურმა გრანდმა ფინანსური პრობლემების გამო „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის გაფორმება ვერ შეძლო.

„იუვენტუსი“ ჯორჯო კიელინიმ დატოვა და ხელმძღვანელობა მის სრულფასოვან შემცვლელს ეძებს. მასიმილიანო ალეგრი კალიდუ კულიბალის ტრანსფერს ღიად ითხოვს და ამისთვის მეჰდი დემირალის გამოყენებას აპირებს. იუვეს გულშემატკივრებს საინტერესო ზაფხული ელოდებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინანსურ ფეარ პლეის არღვევენ - ლა ლიგამ პსჟ-სა და სიტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
ფინანსურ ფეარ პლეის არღვევენ - ლა ლიგამ პსჟ-სა და სიტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა