პოლ პოგბა
Aa
Aa

სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია - პოგბა იუვესთან კონტრაქტს ივლისში გააფორმებს

ფრანგი ფეხბურთელი, პოლ პოგბა კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 29 წლის ნახევარმცველი იტალიაში დაბრუნდება და „ბებერ ქალბატონთან“ კონტრაქტს ივლისის დასაწყისში გააფორმებს.

პოგბას ორი ვარიანტი ჰქონდა და შეეძლო, „სიტი“ ან „იუვენტუსი“ აერჩია. გამომდინარე იქიდან, რომ მან კარიერის დიდი ნაწილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში გაატარა, „ეტიჰად სთედიუმზე“ წასვლაზე უარი განაცხადა და „ბიანკონერიში“ ითამაშებს, სადაც თავის დროზე, დიდ წარმატებას მიაღწია.

რომანოს ინფორმაციით, „ბებერ ქალბატონსა“ და პოგბას შორის სიტყვიერი შეთანხმება უკვე შედგა. მხარეებმა საერთო ენა გამონახეს და საბოლოო დეტალებზე მსჯელობენ, რომელთა მოგვარების შემდეგაც, ოფიციალური განცხადება გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბამ ტურინული გრანდი 2016 წელს დატოვა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მასში 120 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ფრანგი ნახევარმცველი ინგლისურ კლუბში ბედნიერი არასდროს ყოფილა. 29 წლის ფეხბურთელმა „წითელ ეშმაკებში“ 229 მატჩი ჩაატარა და 39 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ
„ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვარ" - დოლიძის მომდევნო მეტოქის კომენტარი