''ზიდანს ვუთხარი: შენი და მირჩევნია'' - ნაბი**არი პირლო და კიელინის სახალისო ზარი
ფაბიო კანავარომ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა, როცა ზინედინ ზიდანსა და მარკო მატერაცის შორის კონფლიქტი თამაშის მიმდინარეობისას მოხდა.
კანავარო აღიარებს, რომ მას მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არ დაუნახავს. კანავარომ ინსტაგრამლაივში ისაუბრა, რაც პანდემიის პირობებში ძალიან პოპულარული გახდა.
კანავარო ზიდანი-მატერაცის ინცინდენტზე: ''გულწრფელად რომ გითხრათ, მხოლოდ ხმაური მახსოვს. შემთხვევასთან ახლოს ვიდექი, მოვტრიალდი და მიწაზე მატერაცი დავინახე. ხმაური მახსოვს და ვიკითხე: ''რა ჯანდაბა მოხდა?''მატერაციმ თქვა: ''მან თავი ჩამარტყა.''
იყო ეს მტკივნეული? მან გააკეთა ის, რაც გააკეთა, მატერაცი მიწაზე დააგდო. მშვიდობით და მადლობა, მაგრამ ზიდანის თავით დარტყმა კარგი შესრულება იყო.''

ცნობილი ინცინდენტი მარკო მატერაციმაც გაიხსენა: ''პირველ ტაიმში ზიდანმა გოლი გაგვიტანა და მარჩელო ლიპიმ მისი მეურვეობა დამავალა. ზიდანთან პირველი შეჯახების შემდეგ მას ბოდიში მოვუხადე, თუმცა ცუდად მიპასუხა. მესამე შეჯახების შემდეგ გავბრაზდი და ზიდანმა ირონიულად მითხრა: ''მატჩის შემდეგ ჩემს მაისურს მოგცემ.'' მე ვუპასუხე, რომ უპირატესობას მის დას ვანიჭებდი. მან მოულოდნელად დამარტყა. დარტყმას არ ველოდი, ეს მოულოდნელი იყო. დარტყმის მოლოდინი რომ მქონოდა, მეც დავარტყამდი და ორივე წითელ ბარათს მივიღებდით. გამიმართლა.''
ინსტაგრამლაივში კანავარომ პირლოს შესახებაც ისაუბრა: ''პირლო? ის ნაბი**არია. ის არ არის ისეთი სიტყვაძუნწი, როგორც ჩანს. ანდრეა გონებამახვილი და მხიარულია. კომუნიკაბელურია.''

ფაბიო კანავარომ კიელინთან დაკავშირებით სახალისო ისტორია გაიხსენა: ''როცა სანაკრებო კარიერა დავასრულე, კიელინიმ დამირეკა და მითხრა: ''ფაბიო, შეიძლება 205-ე ოთახში შევიდე?'' მე ვუპასუხე: ''რა თქმა უნდა, რატომ მეკითხები?'' კიელინიმ მითხრა: ''იქ შენ წლები გაატარე და შენი აჩრდილის მეშინია.''
კიელინი შესანიშნავი პიროვნებაა, მას დიდ პატივს ვცემ.''
ფაბიო კანავარო იტალიის ეროვნულ ნაკრებში 1997-2010 წლებში ასპარეზობდა. 2006 წელს მარჩელო ლიპის ფორმაციის იტალიის ეროვნული გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.