გერმანია - პარაგვაი 1:1 (3:4 პენალტების სერიაში)
მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, გერმანიის ნაკრები მუნდიალს გამოეთიშა. 1/16-ფინალში იულიან ნაგელსმანის ბიჭები პარაგვაის დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. დამატებით ტაიმებში ანგარიში არ შეცვლილა, პენალტების სერიაში კი „ლა ალბიროხამ“ 4:3 მოიგო და მერვედფინალში გავიდა.