ბეტისი - რეალი 1:1 25 აპრილი 2026 | 01:26 რეალმა ლა ლიგაში ქულები კიდევ დაკარგა. სამეფო კლუბი სტუმრად ბეტისს დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. თეთრები მთელი შეხვედრის განმავლობაში იგებდნენ, მაგრამ ბოლო წამებზე ექტორ ბელერინმა წონასწორობა აღადგინა.