საოცარი იპონი | ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია
თბილისში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი ფინალში ისრაელელ ტიმნა ნელსონ ლევის დაუპირისპირდა. შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ლიპარტელიანმა ბრწყინვალე იპონით გაიმარჯვა. ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო.