გალათასარაი - ლივერპული 1:0
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში გალათასარაიმ შინ ლივერპული 1:0 დაამარცხა. გალამ მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა, კუთხურისას ვიქტორ ოსიმენმა საჰაერო ბრძოლა მოიგო, მისი პასის შემდეგ გაბონელმა მარიო ლემინამ ახლო მანძილიდან გაიტანა. მამარდაშვილი უშანსოდ იყო, ქართველ მეკარეს გაშვებულ გოლში ვერ დავადანაშაულებთ.