მე-15 გოლი სეზონში - ყაზაიშვილი სანდონს მოგებაში დაეხმარა
ჩინეთის სუპერ ლიგის 22-ე ტურში, ვაკო ყაზაიშვილის „შანდონგ ტაიშანი“ საკუთარ მოედანზე „ქინდგაო ვესტ ქოუსთს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა. მასპინძელთა შემადგენლობაში მესამე გოლი ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარი 59-ე წუთზე აიღო და ანგარიში 3:1 გახადა. ყაზაიშვილისთვის ეს გოლი მიმდინარე სეზონში მე-15 იყო. ქართველმა ფეხბურთელმა 22 მატჩში 15 გოლის გატანა და 4 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. საგულისხმოა, რომ ვაკო ყაზაიშვილი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. აქამდე, 32 წლის შემტევს 15 გოლი ერთ სეზონში არასდროს ჰქონია გატანილი.