ნიკა გაგნიძის საგოლე პასი VS ლვოვის კარპატი
უკრაინის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში კოლოსისა და ლვოვის კარპატის მატჩის მე-20 წუთზე ანგარიში იური კლიმჩუკმა გახსნა, საგოლე პასი ნიკა გაგნიძემ შეასრულა. მეორე ტაიმში კარპატიმ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა 1:1 დასრულდა. გაგნიძემ სამივე ტურში კოლოსის სასტარტოში ითამაშა, ამ სეზონში პირველი საგოლე პასი დღეს შეასრულა.