კიტეს დუბლი | 5 გოლი ოთხ მატჩში
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში „რიდისა’’ და „შტურმის’’ მატჩში სტუმართა ქართველმა შემტევმა ოთარ კიტეიშვილმა მე-16 წუთზე ანგარიში გაათანაბრა - 1:1. 44-ე წუთზე მისი მეორე გოლით ანგარიში 1:3 გახდა. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის სამივე მატჩში შეაგდო და ოთხი გოლის გარდა მის აქტივში 1 საგოლე პასია. ასევე, ავსტრიის თასზე ერთი მატჩი ჩაატარა და გუნდს გოლით დაეხმარა. საერთო ჯამში ოთხ შეხვედრაში 6 საგოლე მოქმედება დააგროვა (5 გოლი და 1 საგოლე პასი).