მე-12 გოლი სეზონში | ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში გაიტანა
შანდოგ ტაიშანის 32 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 21 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა (16 საგოლე მოქმედება). ამჯერად, ვაკომ ჩინეთის ჩემპიონატში შანხაი პორტთან ანგარიში გახსნა. საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა. ყაზაიშვილის გუნდი 21 ქულით მე-5 ადგილზეა.