მანჩესტერ იუნაიტედი - ბილბაო 4:1
ნახევარფინალში, „წითელმა ეშმაკებმა“ ასპარეზობას „ბილბაო“ გამოთიშეს. „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებმა პირველი შეხვედრა სტუმრად 3:0 მოიგეს, განმეორებითი მატჩი კი „ოცნებათა თეატრზე“ გაიმართა და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:1. შეხვედრაში ანგარიში „ბილბაომ“ გახსნა და 31-ე წუთზე, მიკელ ხაურეგისარის გოლით დაწინაურდა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ თამაში მეორე ტაიმში შემოატრიალა. 72-ე წუთზე, მეისონ მაუნტმა წონასწორობა აღადგინა. 8 წუთში, „წითელი ეშმაკები“ კაზემირომ დააწინაურა, 85-ე წუთზე, რასმუს ჰოლიუნდის ჯერი დადგა, საბოლოო ანგარიში კი მაუნტმა დააფიქსირა.