პსჟ - ლილი 4:1
საფრანგეთის ლიგა 1-ის 24-ე ტურში პსჟ-მ „პარკ დე პრენსზე’’ „ლილი’’ გაანადგურა - 4:1. პირველ ტაიმში პარიზულმა გუნდმა ოთხი გოლი შეაგდო. გოლები ბარკოლას, მარკინიოსის, დემბელესა და დუეს ანგარიშზეა. საპასუხო გოლი მეორე ტაიმში ჯონათან დევიდმა გაიტანა.