იტვირთება...

ბურთი თავზე დაასვა - ჩაკვეტაძის საგოლე პასი შეფილდ ვენსდეისთან

ინგლისის ჩემპიონშიფის მე-13 ტურში „შეფილდ ვენსდეი’’ შინ „უოტფორდთან’’ დიდი ანგარიშით, 2:6 დამარცხდა. გიორგი ჩაკვეტაძემ სასტარტოდან დაიწყო და ტომ ქლევერლიმ კვლავ შეუცვლელად ათამაშა. „ჩაკვეს’’ თანაგუნდელმა ვაკუნ ბაიომ პოკერი შეასრულა, ქართველმა ფეხბურთელმა 67-ე წუთზე საგოლე პასი შეასრულა, ეს გოლი ბაიოს აქტივშია და ამ გოლით ანგარიში 1:4 გახდა.

გაზიარება: