ჰოლანდის ჰეთ-თრიკი - მან. სიტიმ იფსვიჩი გაანადგურა
პრემიერ ლიგის მეორე ტურში მან. სიტიმ შინ იფსვიჩს 4:1 მოუგო. მე-7 წუთზე სმოდიქსის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა 4-წუთიან მონაკვეთში ქალაქელებმა სამი გოლი შეაგდეს. საბოლოოდ, ჰოლანდის ჰეთ-თრიკითა და დე ბრუინის გოლით მან. სიტიმ 4:1 გაიმარჯვა.