იტვირთება...

სლოვაკეთი - უკრაინა 1:2

ევრო 2024-ის E ჯგუფის მეორე ტურში სლოვაკეთი უკრაინასთან 1:2 დამარცხდა. სლოვაკეთმა ივან შრანცის გოლით პირველი ტაიმი მოიგო, საგოლე პასი ლუკაშ ჰარასლინმა შეასრულა. მეორე ტაიმში ანდრეი რებროვის გაწვრთნილებმა თამაში შემოატრიალეს, ოლექსანდრ ზინჩეკოს საგოლე პასით მიკოლა შაპარენკომ გაათანაბრა. მე-80 წუთზე შაპარენკოს საგოლე გადაცემას რომან იარემჩუკის გამარჯვების გოლი მოჰყვა.

გაზიარება: