იტვირთება...

მილანი - ჯენოა 3:3

სერია A-ს 35-ე ტურში მილანი - ჯენოა 3:3 დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა მე-5 წუთზე რეტეგუის გოლით გახსნეს, 45-ე წუთზე ფლორენციმ ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმის დასაწყისში ეკუბანმა ჯენოა წინ გაიყვანა, თუმცა გაბიასა და ჟირუს გოლებით მილანმა თამაში შემოატრიალა. ჯენოა მარცხისგან მალიკ ტშაუს ავტოგოლმა იხსნა.

გაზიარება: