კრისტალ პალასი - მანჩესტერ სიტი 2:4
სიტიმ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 21-ე მატჩი მოიგო. კევინ დე ბრუინმა კრისტალ პალასს დუბლი შეუსრულა და 1 საგოლე პასიც გაიფორმა. ბელგიელისთვის ეს ისტორიული შეხვედრა გამოდგა - კევინმა სიტის მაისურით მე-100 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ამჟამად 372 შეხვედრაში, 100 გოლი და 167 საგოლე გადაცემაა.