კოპა დელ რეი - ქართველების გუნდებმა მეტოქეების ვინაობა გაიგეს
ესპანეთში სამეფო თასის (კოპა დელ რეის) მეორე რაუნდის წილისყრა გაიმართა, რომელზეც თავიანთი მეტოქეების ვინაობა გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“, იური ტაბატაძის „კადისმა“ და ლუკა გაგნიძის „გრანადამაც“ გაიგეს.
„ატლეტიკო ანტონიანო“ (მე-4 დივიზიონი) - „ვილიარეალი“
„მურსია“ (მე-3 დივიზიონი) - „კადისი“
„ტენერიფე“ (მე-3 დივიზიონი) - „გრანადა“
მეორე რაუნდის მატჩები 2-4 დეკემბერს გაიმართება. ერთმატჩიანი დაპირისპირებების 28 გამარჯვებული 1/16 ფინალში ითამაშებს.
აქვე გეტყვით, რომ ამ ეტაპზე გათამაშებაში ჩაერთო ლა ლიგის ყველა გუნდი, გარდა იმ გუნდებისა, რომლებიც სუპერთასის გათამაშებაში მონაწილეობდენ - „რეალი“, „ატლეტიკო“, „ბარსელონა“ და „ბილბაო“ კოპა დელ რეისთვის ბრძოლაში სწორედ 1/16 ფინალიდან ჩაერთვებიან.