ნეიმარი, დეკუ
Aa
Aa

დეკუ ნეიმარზე - „ახლა სანტოსი მისთვის საუკეთესო ვარიანტია“

„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა, დეკუმ განაცხადა, რომ კატალონიური კლუბი ნეიმარის დაბრუნებას არ განიხილავს.

დეკუს თქმით, ნეიმარისთვის ახლა საუკეთესო ვარიანტი „სანტოსია“.

„ნეიმარი ფენომენალური იყო, „ბარსელონაში“ გაიარა მთელი გზა, მოიპოვა აღიარება და მოიგო არაერთი ტიტული. ზოგადად, ასეთი ისტორიები არ მეორდება, მაგრამ ხანდახან გამონაკლისებიც ხდება. თუმცა, ვფიქრობ, ახლა „ბარსელონას“ ნეიმარზე ფიქრისთვის არ სცალია, ნეიმარს კი „ბარსელონაზე“ ფიქრისთვის.

რა თქმა უნდა, ნეიმარი კარგი ფეხბურთელია, თუმცა გუნდის შენებისას აუცილებელია ბალანსის დაცვა. ვფიქრობ, მან თამაშისგან სიამოვნება უნდა მიიღოს და მოედანზე ხალისი დაიბრუნოს. ამჟამად მისთვის „სანტოსსა“ და ბრაზილიაზე უკეთესი ვარიანტი არ არსებობს.

მხარს ვუჭერ მას და მინდა, რომ ბედნიერი იყოს, იმიტომ რომ ის ნაკრებს სჭირდება. ყველას, ვისაც ფეხბურთი უყვარს, ბედნიერი ნეიმარის თამაშის ყურება სიამოვნებს“.

ცნობისთვის, გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნეიმარს „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა სურს და ნებისმიერ ხელფასზე არის თანახმა, ხოლო კატალონიურმა კლუბმა ბრაზილიელს ჯერ ძველ დონეზე დაბრუნება და მიმდინარე სეზონში სულ მცირე 15 გოლის გატანა მოსთხოვა.

კატალონიაში ნეიმარის დაბრუნებასთან დაკავშირებით ჰკითხეს „ბლაუგრანას“ თავკაც ჰანსი ფლიკსაც, რომელმაც თქვა, რომ ტრანსფერების საკითხები არა მას, არამედ დეკუს პრეროგატივაა.

აქვე გეტყვით, რომ ბრაზილიაში დაბრუნებულმა ნეიმარმა „სანტოსის“ მაისურით უკვე 7 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლითა და 3 ასისტით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამდენ გოლს თუ გაიტანს - ბარსელონას პირობები ნეიმარს
ამდენ გოლს თუ გაიტანს - ბარსელონას პირობები ნეიმარს