ზაკ რენდოლფი
Aa
Aa

„ნარკოტიკებს ვასაღებდი“ – NBA-ს ვარსკვლავის სკანდალური ინტერვიუ

NBA-ს ყოფილმა ვარსკვლავმა და ALL STAR-ის ორგზის მონაწილემ ზაკ რენდოლფმა ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში სტუმრობისას, მის ცხოვრებასთან დაკავშირებული სკანდალური ამბების შესახებ დეტალურად ისაუბრა. რენდოლფმა აღიარა, რომ სკოლაში სწავლის დროს და მისი დამთავრების შემდეგაც, ნარკოტიკების გასაღებით იყო დაკავებული. თუმცა, მოგვიანებით ყველაფრის გაანალიზების შემდეგ, საკუთარ დანაშაულს მიხვდა და სწორ გზას დაადგა.

რას ამბობს რენდოლფი

კოლეჯში სწავლის პერიოდში თავიდანვე ნარკოტიკების გასაღება დავიწყე. დიახ, ახლა ამაზე ლაპარაკის მრცხვენია, მაგრამ ძალიან ღარიბები ვიყავით და სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მქონდა.

15-16 წლის ასაკში უკვე ძალიან მაღალი ვიყავი და შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ერთ-ერთი კლიენტისთვის ნარკოტიკების მიცემის შემდეგ, უცბად დავფიქრდი, რომ პოლიციის გამოჩენის შემთხვევაში, ამ საოცარი სიმაღლის გამო სამართალდამცავების ყურადღებას პირველ რიგში მე მივიქცევდი და დამაპატიმრებდნენ. 

ეს იყო ბოლო წვეთი და მას შემდეგ შევეშვი. საბედნიეროდ, კალათბურთშიც ისეთი მწვრთნელები შემხვდნენ, რომლებიც ზედმეტის გაკეთების საშუალებას არ მაძლევდნენ.

ზაკ რენდოლფი 2001 წელს დრაფტზე მე-19 ნომრად „პორტლენდმა“ აირჩია, 2003-2004 წლებში კი ის NBA-ს ყველაზე პროგრესირებად მოთამაშედ დაასახელეს. 2021 წლის 11 დეკემბერს კი რენდოლფი კალათბურთიდან გააცილეს და ის „მემფის გრიზლის“ ისტორიაში ერთადერთი მოთამაშეა, რომლის მაისურის ნომერიც ხმარებიდან ამოიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იოკიჩის უნიკალური რეკორდი
იოკიჩის უნიკალური რეკორდი