ოთარ კაკაბაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

„უნდა დავამტკიცოთ, რომ ჯგუფის მოგებას ვიმსახურებთ“ - კაკაბაძის და გოჩოლეიშვილის კომენტარები

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის უახლოესი 2 თამაშისთვის მზადება დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა პოლონეთის ქალაქ პოზნანში, „ლეხის“ საწვრთნელ ბაზაზე პირველი ვარჯიში არასრული შემადგენლობით გამართა.

სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, ოთარ კაკაბაძემ და გიორგი გოჩოლეიშვილმა მომავალ შეხვედრებზე ისაუბრეს.

ოთარ კაკაბაძე:

„ძალიან კარგად დავიწყეთ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპი და ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ამ ჯგუფის მოგებას. მომდევნო მატჩები კიდევ ერთი შესაძლებლობაა ჩვენთვის. მოედანზე მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.

„პოლონეთში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. პოზნანის სტადიონთანაც კარგი მოგონებები მაკავშირებს. ვეცდებით, გავიდეთ მოედანზე და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ქართველი გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთან ერთად არის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, მრავლად დადიან გასვლით თამაშებზე. იმედი მაქვს, რომ გავახარებთ და სახლში ბედნიერები დაბრუნდებიან“.

გიორგი გოჩოლეიშვილი:

„გულშემატკივარი ჩვენთვის ძალიან ბევრს აკეთებს. განსაკუთრებულად გვიჭერენ მხარს და ეს დიდ მოტივაციას გვაძლევს. მინდა მადლობა გადავუხადო ამისთვის“.

„უკრაინის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჯგუფის ლიდერებით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პოზიციის შესანარჩუნებლად“.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მესამე ტურში, პოლონეთის ქალაქ პოზნანში 11 ოქტომბერს უკრაინის ნაკრებს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება, 14 ოქტომბერს კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის ნაკრებს მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ევრო 2024-ზე მიღებული გამოცდილება სწორად უნდა გამოვიყენოთ“ | სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ
„ევრო 2024-ზე მიღებული გამოცდილება სწორად უნდა გამოვიყენოთ“ | სანიოლის ასისტენტის ინტერვიუ